2025-11-04 17:41:05
რუსთავში თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი თოდრიას ქუჩაზე განათების ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და მაშველები.
პოლიცია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირის დადგენას ცდილობს