შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა [video]

2018-04-14 21:07:19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბარნოვის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე სამართალდამცავებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში დააკავეს. ბრალდებული არის მოკლულის დედის ყოფილი მეუღლე, იგი 2015 წელს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განახორციელების გამო პოლიციამ დააკავა და სასჯელს 117 მუხლით იხდიდა. 2017 წელს კი პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გაანთავისუფლეს. ნახეთ ვიდეო.

შეგახსენებთ რომ ვეფხია ბაქრაძემ 25 წლის ქალი მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ცივი იარაღით მოკლა.