ახალგაზრდა კაცი მოკლეს

2026-10-04 22:00:01

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ნაზარლოში მოხდა.

 

როგორც ადგილობრივი მედია "24 NEWS"წერს, 35 წლის კაცს ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც ის ადგილზე დაიღუპა.

 

შემთხვევის ადგილას ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული. 

 

როგორც, საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.