საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

2018-04-14 11:33:27

ბარნობის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ გარდაცვლილის ახლობლელი საუბრობენ და აცხადებენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის მამინაცვალი იყო, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე მამაკაცი 25 წლის გოგოს ეკამათებოდა რის შემდეგაც მან ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები შვილების თვალწინ მიაყენა.

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა გოგონას მამინაცვლის სახელზე ბოლო შემაკავებელი ორდერი გუშინ გაიცა, რომელიც მას გარდაცვლილის დედასთან რაიმე ტიპის კომუნიკაციას უკრძალავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვ. ბ. მეუღლესთან დაშორების შემდეგ აგრესიული იყო როგორც ყოფილი მეუღლის, ისე მისი ქალიშვილის მიმართ და მათ დაშორებას სწორედ შვილს აბრალებდა. აღნიშნულის გამო გარდაცვლილი გოგოს  ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ მამინაცვალს განეხორციელებინა.

შსს გუშინ ბარნოვის 77-ში მომხდარი მკვლელობის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. სადაც ნათქვამია, რომ დამნაშავის ვინაობა უკვე დადგენილია. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.

პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

25 წლის გოგო გუშინ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს.