რუსთავში არსებული ასფალტირებული გზების კაპიტალური ორმული შეკეთება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები #11 მიკრო-რაიონიდან სასაფლაოებისკენ მიმავალ გზას ჩაუტარდება. აღნიშნულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელიც გეგმის მიხედვით რამდენიმე დღეში დასრულდება.
პროექტი, რომელიც გზების ორმულ შეკეთებას გულისხმობს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარით ფინანსდება.
უახლოეს პერიოდში სპეციალური გეგმა-გრაფიკის მიხედვით, როგორც ცენტრალური ასევე შიდა გზების ორმული შეკეთებაც დაიწყება.
მერიაში განმარტავენ, რომ განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა.