ველომარათონი რუსთავში

2018-04-01 17:59:19

რუსთავის მასშტაბით ველომარათონი გაიმართა. მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყო და მერიის მიმართულებით გაგრძელდა. მასში მონაწილეობა რუსთავის მაჟორიტარმა-დეპუტატმა პარლამენტში, გიორგი ბეგაძემ, მიიღო. მოგვიანებით აქციას შეუერთდა ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუამ საკუთარი ავტომანქანა ველოსიპედში გაუცვალა გიორგი ბეგაძეს და ველომარათონში ჩაერთო.

"უპირველესყოვლისა ჯანმრთელობაა და ჩვენ ვზრუნავთ, რომ იყოს სუფთა გარემო ქალქში. მივდიოდი კრივის ფინალის საყურებლად და ჩვენი სპორტსმენის, ლაშა გურულის, საგულშემატკივროდ. შემთხვევით შევხვდი მარათონის მონაწილეებს, მანქანა გავაჩერე, გიორგის ტრანსპორტი გავუცვალე და შემოვუერთდი მონაწილეებს",-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ველომარათონის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიორგი ბეგაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის ველოსიპედით მგზავრობა უფრო კომფორტულია, ვიდრე მანქანით.


"საველოსიპედო ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება ვიცი, რომ მერიისთვისაც პრიორიტეტულია. ჩვენ ახალგაზრდებთან ერთადაც ვსაუბრობდით რა ხედვები აქვთ. გაცილებით უფრო ადვილი აღსაქმელი და სასიმამოვნოა ბუნებაში ყოფნა, როდესაც ველოსიპედით მოძრაობ. ჩვენს ქალაქში არ არის საცობები და თუ ამას შევინარჩუნებთ ძალიან კარგი იქნება
",-აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ველომარათონი რუსთავში როტარი კლუბი- რუსთავი საერთაშორისოს ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც დაახლოებით 50 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.


ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე