შეჯიბრი სამოყვარულო თევზჭერაში

2018-04-01 16:15:37

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკმა პროექტ "ტივ-ტივ მუღამს" უმასპინძლა. რუსთაველი ახალგაზრდების მიერ მომზადებული სატესტო აქცია, ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.

სპორტული აქტივობის ფარგლებში, პარკში არსებულ ტბასთან თევზაობის შემსწავლელი სივრცე მოეწყო, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ თევზაობა ესწავლათ.

მოხალისეებმა სამოყვარულო თევზჭერის შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. სპორტულ აქტივობაში 60-მდე მოხალისე იყო ჩართული, რომლებმაც თევზაობის მეთოდებზე და თევზჭერის ტექნიკის თავისებურებებზეც მიიღეს ინფორმაცია.

ორგანიზატორებმა თევზჭერის შეჯიბრში გამარჯვებულები მედლებით დააჯილდოვეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. სპორტული აქტივობის ფარგლებში დაჭერილი თევზები სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.

"ჩვენ ჩავატარეთ ინოვაციების ფესტივალი და მნიშვნოლოვანია რომ ამ ფესტივალის ფარგლებში შემუშავებული არც ერთი პროექტი (სულ იყო შვიდი) არ დარჩა მხოლოდ პროექტად და საშუალება მოგვეცა მათი განხორციელების. ტივ-ტივ მუღამი არის ამ პროექტებიდან ერთ ერთი"- განაცხადა როტარი კლუბი -რუსთავი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა გიორგი მაღლაფერიძემ.

ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში სამოყვარულო და სპორტული თევზაობის პოპულარიზაცია იყო.