რას აცხადებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში

2018-04-01 13:31:39

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სპეციალური სამუშაოები აგრო ვადების მონიტორინგის შედეგებზეა დამოკიდებული და სავარაუდოდ, პროცესი, რუსთავში აპრილის პირველი ნახევრიდან დაიწყება - აღნიშნული ინფორმაცია ინფო რუსთავს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია მონიტორინგის პროცესი, რაც პირველ რიგში მისი გავრცელების არეალის დადგენასა და იმ ვადის განსაზღვრას გულისხმობს, თუ როდის უნდა ჩატარდეს საჭირო სამუშაოები. 

როგორც მირანგულა ლიპარტელიანმა ინფო რუსთავს განუცხადა, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებზე , ასევე არა საკარმიდამო დიდ ნაკვეთებში დამჭერ ხაფანგ-ფერომონებს განათავსებენ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ფაროსანას ნახვის შემთხვევაში მოსახლეობამ, სააგენტოს ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს 15-01