რუსთავში უკანონოდ განთავსებული ავტოფარეხებისა და რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს. შიდა კვარტალურ ეზოებში უნებართვოდ აშენებული ფარეხების დაშლის გადაწყვეტილება მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო. ცნობილია,რომ ეზოს იარსახის მოწესრიგებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს. ტერიტორიაზე მინი სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი.
რუსთავში ავტოფარეხების დემონტაჟი 12 მიკრო-რაიონიდან დაიწყო და როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე ეტაპობრივად განხორციელდება.