შემოღობილ ტერიტორიებს ასუფთავებენ [photo]

2018-03-31 22:35:36

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მე-12 მიკრო-რაიონში მოწყობილი ბაღების, საქათმეების და ბოსტნების ღობეები მოშალეს. ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების გატანაც მოხდა, სპეც. ტექნიკის გამოყენებით კი უკანონოდ განთავსებული სხვადასხვა კონსტრუქციების დემონტაჟიც განხორციელდა.

კონსტრუქციების დემონტაჟის პარალელურად, რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს და ხეები კირით შეღებეს.

ადგილზე რუსთავის მერი, მერის მოადგილეები ზედამხეველობის სამსახურისა და რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

რუსთაველების დიდი ნაწილი ტერიტორიების უკანონო შემოღობვების წინააღმდეგია და კონსტრუქციების დემონტაჟს მოითხოვს, უკმაყოფილოები მხოლოდ იმ ბაღების განმკარგავები არიან, საიდანაც კონსტრუქციის გატანა მოხდა.

დილით აღნიშნულ მიკრო-რაიონში ავტოფარეხების აღებაც განხორციელდა.