რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რუსთაველმა მოკრივემ ლაშა გურულმა გერმანელი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გადავიდა. გურულმა ევროპის ჩემპიონატზე 4 შეხვედრა ჩაატარა, პირველ შეხვედრაში უნგრელი მეტოქე დაამარცხა, ასევე დამაჯერებლად მოუგო მომდევნო სამ მეტოქეს. რუსთაველი სპორტსმენი ახლა ფინალური შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც ხვალ გაიმართება.
"ინფო რუსთავი" წარმატებებს უსურვებს რუსთაველ სპორტსმენს.