2026-11-26 11:21:31
ვაზიანში დაკარგულ 12 წლის ბიჭს ეძებენ.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობლები ავრცელებენ. მათი ცნობით, ბიჭი სახლიდან 12:00 საათზე გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
"თუ ვინმეს სადმე უნახია გავიდა სახლიდან დილის 12 საათზე, აცვია ყვითელი ზედა და ჭრელი შარვალი. გთხოვთ შეგვეხმიანეთ. 555547051",- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუცხადეს, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. საქმეში ჩართულია სამაშველო სამსახური და დრონებიც. დათვალიერებულია სათვალთვალო კამერების მიმდებარე ტერიტორიაზე და ყველაფერს ვაკეთებთ რომ ვიპოვოთ მალე და უვნებელი",- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.