ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს

2026-10-27 17:45:16

თბილისში რესტორან „ლისი მერესთან“ მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდუნარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებია.