რუსთავში ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა

2025-10-17 20:26:25

რუსთავის #3 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"გლოვობს მესამე სკოლა… 

არის ამბები, რომელთა დაჯერებაც შეუძლებელია… არის ტკივილი, რომელსაც სიტყვები ვერ იტევს...
დღეს ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი და მწუხარებაა ლუკა  
ის იყო იმ ახალგაზრდების სახე, რომლებითაც სკოლა ამაყობს. თავისი ცოდნით, შრომისმოყვარეობით, თავმდაბლობითა და ადამიანური ღირსებებით მან მასწავლებლებისა და თანაკლასელების გულებში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.

ჩვენ გვეამაყებოდა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. გვეამაყებოდა მისი წარმატებები, მისი მიღწევები, მისი მომავალი, რომელიც წინ იყო გადაშლილი… მომავალი, რომელსაც ამდენი იმედი და ოცნება ახლდა.
მაგრამ დღეს ამ ყველაფერზე ფიქრი აუტანლად მტკივნეულია… "

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მოულოდნელად გარდაიცვალა 24 წლის ლუკა ვანიშვილი. ახალგაზრდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლობდა.