2026-10-11 21:11:59
მარნეულში 60 წლის მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა მედიამ, aktual.ge-მ გაავრცელა.
მათი ცნობით, ახლობლები კაცთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე მისულმა მაშველებმა კარის გაღების შემდეგ კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, კაცს გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და გარდაცვალების მიზეზიც, სავარაუდოდ, ეს გახდა.