2026-09-26 19:47:39
რუსთავში 2 კაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისის ქუჩის მიმდებარე ქუჩებზე 30 წლამდე კაცები სხვადასხვა ადგილებში სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებებს მალავდნენ. სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნული პირების დაკავება მოახერხეს.
არსებული ინფორმაციით დაკავებული პირები უცხოქვეყნის მოქალაქეები არიან. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.