რუსთავში, რესტორანში დაწყებული ჩხუბი დაჭრით დასრულდა

2025-09-26 20:07:01

რუსთავში, რესტორანში დაწყებული ჩხუბი დაჭრით დასრულდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ე.წ. "სტამბულის ბაზრის მიმდებარედ, ფანცულაიას ქუჩაზე, ერთერთ რესტორანში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

30 წლამდე კაცმა ბასრი საგნით თავისივე თანატოლებს ჭრილოებბი მიაყენა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

პაციენტები "კლინიკა რუთავში" გადაიყვანეს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და 30 წლამდე კაცი დაკავებულია.