2026-09-13 15:05:28
რუსთაველებს უსიამოვნო სუნის პრობლემა ისევ აწუხებთ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მოსახლეობა დაუკავშირდა და აცნობა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა მე-8, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე მიკრორაიონის, ტაშკენტის და ლეონიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნი განსაკუთრებით, საღამოს საათებში იგრძნობა.
მოსახლეობა აღნიშნული პრობლემის შესახებ უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში განცხადებებს აქვეყნებს. ამ მომენტისთვის უცნობია სუნის გამომწვევი მიზეზი.
"ინფო რუსთავი", გარემოს დაცვით ზედამხედველობაში ცდილობს გაარკვიოს სუნის გამომწვევი მიზეზი.