2026-08-18 18:06:37
რუსთავის კერძო სკოლა "რეცაში" 2026-2027 სასწავლო წელი არ განახლდება.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა და დამფუძნებელმა ვახო აბაიშვილმა დაწერა: "რეცაში 2026 -- 2027 წლის სასწავლო წელი არ განახლდება. რეცა იგი და ვახო! ყველას გთხოვთ პატიებას!".
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ვახო აბაიშვილს დაუკავშირდა, რათა გაგვეგო მიზეზი, რის გამოც სასწავლო წელი ვერ განახლდება.
სკოლის დირექტორმა ვრცელი კომენტარი არ ისურვა, თუმცა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ: "რა შენიშვნებიც იყო ჩვენი სკოლის მიმართ, მისაღებია".