2026-08-14 18:33:38
რუსთავში 3000-მდე აბონენტს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით 15 აგვისტოს 16:35 საათიდან 21:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თოდრიას, კლდიაშვილის, თოდრიას I ჩიხი, შევჩენკოს, 9 ძ/ხერხეულიძის, მარჯანიშვილის, ლესელიძის, დადიანის, კიკვიძის, სანაპიროს, ბესიკის, თავგორაშვილის, ქუჩიშვილის ქ., გურამიშვილის, მეგობრობის, სანაპიროს ქუჩის მ/ტ, მტკვრის მარცხენა სანაპირო, ტყე-ჭალის ტერიტორიზე.