2026-10-07 17:20:06
რუსთავის სასამართლომ 4 ოქტომბერს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, რამინ მამედოვას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ მადონა მაისურაძემ მიიღო.
პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში, დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.