2026-07-29 11:03:54
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარ 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ბრიტანული მედია BBC ავრცელებს.
მათი ცნობით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.
მიწისძვრის შედეგად ნაწილობრივ ჩამონგრეულ კუმამოტოს სავაჭრო ცენტრში, სადაც ბევრი ადამიანია ჩარჩენილი, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
კუმამოტოს პრეფექტურის წარმომადგენლების განცხადებით, ევაკუირებულია 9 872 ადამიანი. ამასთან, დაახლოებით 36 700 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მიწისძვრა სამშაბათს კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა. ხელისუფლებამ 1 მეტრის სიმაღლის ტალღის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. იაპონიის ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება კიუ-შიუზე მდებარე კუმამოტოს, ნაგასაკის, კაგოშიმას, ფუკუოკას, საგას, ოიტასა და მიაზაკის პრეფექტურებისთვის გამოსცა.