რუსთავში, პარკინგზე გაჩერეულ ავტომობილს დეტალები მოხსნეს

2025-06-27 17:33:38

რუსთავში, პარკინგზე გაჩერეულ ავტომობილს დეტალები მოხსნეს და მოპარეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XII მიკრორაიონში, ერთერთ საცხოვრებელ სახლთან, მეპატრონის მიერ დაპარკნგებულ "ტოიოტა"-ს მარკის ატომობილს, 30 წლამდე კაცმა წინა და უკანა ე.წ. "ბამპერი", "ფარი" და "კანტები" მოხსნა და ადგილიდან მიიმალა.

ფაქტის შესახებ აცნობეს პოლიციას. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა კაცი ბრალდებულის სახით მალევე დააკავეს. ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.