2026-04-11 14:20:03
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები თბილისის მიმართულებით მგზავრებს აღდგომის დღეებში, 5 მარშრუტზე უცვლელად მოემსახურება.
რუსთავის ტრანსპორტის აპლიკაციაში არსებული ინფორმაციის მიხედვით:
რუსთავი-ისანი(N20) - გასვლის წერტილი: ქალაქის გასასვლელი, შარტავას #25. კვირიდან-ორშაბათის ჩათვლით, კვირას რუსთავიდან პირველი ავტობუსი 07:00 საათზე გადის, ისნიდან 07:35 საათზე გამოდის. ხოლო რუსთავიდან ვოლო ავტობუსი გადის 22:00 საათზე, თბილისიდან ბოლო 22:35 საათზე;
რუსთავი-სპორტის სასახლე(21) - გასვლის წერტილი: რკინიგზის სადგურის მოედანი. რუსთავიდან პირველი ავტობუსი კვირიდან ორშაბათის ჩათვლით 07:00 საათზე გადის, ბოლო 23:26 საათზე. პირველი თბილისიდან 08:09-დან, ბოლო თბილისიდან 01:35-ზე;
რუსთავი-დიდუბე(N22) - გასვლის წერტილი: შარტავას N15. რუსთავიდან პირველი ავტობუსი კვირიდან ორშაბათის ჩათვლით გამოდის 07:00 საათზე, ბოლო 20:30 საათზე. ხოლო დიდუბიდან პირველი ავტობუსი გამოდის 08:20-ზე, ბოლო 21:50;
რუსთავი-მაღლივი კორპუსი(N23) - გასვლის წერტილი: გაგარინის N12. რუსთავიდან პირველი გადის 07:00-ზე, ხოლო ბოლო ავტობუსი გადის 19:21 ზე.
თბილისიდან პირველი ავტობუსი გამოდის 08:25 ზე და ბოლო გამოდის 20:46 საათზე;
რუსთავი-სადგურის მოედანი(24) - გასვლის წერტილი: რჩეულიშვილის N10ა. რუსთავიდან პირველი გადის 07:00-ზე, ხოლო ბოლო ავტობუსი გადის 22:54 ზე.
თბილისიდან პირველი ავტობუსი გამოდის 08:29 ზე და ბოლო გამოდის 01:23საათზე.
უფრო დეტალურად კი, რომელ გაჩერებაზე რომელს საათზე იქნება ავტობუსი შეგიძლიათ ნახოთ აპლიკაციაში RustaviTransport.