2025-11-11 12:37:32
რუსთავში მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს ცეკურს სამუშაოების დასრულების ვადა მეორედ გაუხანგრძლივდა.
ელექტრონულ ტენდერზე თანდართულ ხელშეკრულებაში, რომელშიც ცვლილება 7 ნოემბერს შევიდა, ვკითხულობთ: "შეიცვალოს ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და ნაცვლად „მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 242 (ორასორმოცდაორი) კალეწდარულ დღეში. (ხელშეკრულების გაფორმებიდაწ 2025 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით)“-სა დაფიქსირდეს „მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 264 (ორასსამოცდაოთხი) კალენდარულ დღეში. (ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით)“.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტსა და შპს "ცეკურს" შორის მარტში გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია 7 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა 6 ოქტომბერს ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და კომპანიას ვადა 7 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა.