2025-10-29 17:37:44
რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო.
ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები საახალწლო ილუმინაციებს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე არსებულ ხეებზე ამონტაჟებენ.
გარდა ამისა "რუსთავსერვის ცენტრმა" საშობაო დეკორაციების შესასყიდად 96 295 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა.
რომელი ქუჩები მოირთვება საახალწლონ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ქალაქის მერიასთან გაარკვევს.