2025-10-27 23:51:02
რუსთავში მძღოლი 2000 ლარით დააჯარიმეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე მოძრავი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა.
პატრულ ინსპექტორმა ავტომობილში, სპეც. სიგნალი, ე.წ. "ხმამაღლა მოლაპარაკე" ხელსაწყო აღმოაჩინა. მძღოლი 2000 ლარით დაჯარიმდა და ამავდროულად მოხდა აღნიშნული ხელსაწყოს დემონტაჟი.