2025-10-27 17:47:19
რუსთავში 500-ზე მეტ აბონენტს გაზის მიწოდება შეეზღუდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კომპანია სოკარ გაზ ჯორჯიაში განუცხადეს, თბილისის ქუჩაზე ავარიულად დაზიანდა გაზის მილი და მიმდინარეობს მისი აღდგენის სამუშაოები.
გაზის მიწოდება შეზღუდული აქვთ აბონენტებს შემდეგ მისამართებზე: ვახუშტის, ცურტაველის, ვაჟა ფშაველას, გორის, თბილისის ქუჩის ნაწილს, ფალიაშვილის ნაწილს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება 30 წუთში დაიწყება და მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ გაზის დანადგარები დაკეტილ მდგომარეობაში ჰქონდეთ.