"საკანალიზაციო მილია დაზიანებული და ჭიდან ამოდის ფეკალური მასები"

2025-10-26 13:26:44

რუსთავში მეგობრობის N43-ის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც სიანფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ელენე მელაძემ განუცხადა, 3 დღეა საკანალიზაციო მილია დაზიანებული, რის გამოც ჭიდან მთელი მასა მიწის ზედაპირზე ამოდის, დატბორილია კორპუსის სარდაფებიც.

"სად აღარ დავრეკეთ, მაგრამ მე-3 დღეა ასეთი მდგომარეობაა, გაუსაძლისი. გვპასუხობენ, მაგრამ გვეუბნებიან, გადავცემთ და მოვალთო. საკანალიზაციო მილია დაზიანებული და ჭიდან ამოდის ფეკალური მასები, რომლებიც სარდაფებშიც ჩავიდა. მთელი ბინის სადარბაზოები დატბორილია",- გვითხრა ელენე მელაძე.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "ჯივიპი რუსთავსაც", სადაც განგვიცხადეს, რომ უკვე იმყოფებოდნენ მათი თანამშრომლები ადგილზე და პრობლემა მოგვარებულია.