2025-10-08 16:18:25
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.