2025-10-04 20:08:09
რუსთავში არჩევნები დასრულდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, 20:00 საათის მონაცემებით არჩევანი 38347 მოქალაქეს ჰქონდა დაფიქსირებული, რაც ამომრჩეველთა 35,96%-ია.
ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 20:00 საათისთვის 61 923 ადამიანს ჰქონდა არჩევანი გაკეთებული, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კი 53 044-ს.
რუსთავში სულ რეგისტრირებულია 106 654 ამომრჩეველი.