რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის დროს ახალგაზრდა გოგო დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.