"დატბორილია ეზო და სარდაფები"

2025-09-30 12:13:12

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა 2 დღეა საკანალიზაციო მილია დაზიანებული და მასა მიწის ზედაპირზე ამოდის.

მისი თქმით, დატბორილია ეზო და სარდაფები.

"დატბორილია ეზო და სარდაფები. გუშინ დლიდან დილიდან, გაჭედილია მთლიანად და შესულია სარდაფებში. ვრეკავთ ჯივიპიში, ჯერ არ მოსულან",- გვითხრა ადგილობრივმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "ჯივიპი რუსთავს", სადაც განგვიცხადეს, რომ მათი თანამშრომლები თოდრიას N3-ში პრობლემის არმოსაფხვრელად დღის განმავლობაში მივლენ.