2025-09-12 13:22:58
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.