საკადრო ცვლილება პოლიციის დეპარტამენტში

2018-02-07 12:46:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. არსებული ინფორმაციით სამინისტროდან მისი წარდგენა გუშინ, სპეციალურ თათბირზე მოხდა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გაგა კირკიტაძე უხელმძღვანელებს, მან ლევან ტოგონიძე ჩაანაცვლა. გაგა კირკიტაძე მანამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მუშაობდა. საკადრო ცვლილებას შსს-ში ამ დრომდე არ ადასტურებენ.