რუსთავში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მე-17 მიკრორაიონში რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება ერთ-ერთი დაჭრით დასრულდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტი ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.