სოკარ ჯორჯია გაზი რუსთაველ აბონენტებს აფრთხილებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანიის წარმომადგენელმა კონსტანტინე ზარნაძემ განუცხადა, იწყება ავარიის შედეგად გათიშული აბონენტებისთვის გაზის მიწოდების აღდგენა და მოქალაქეებს მოუწოდებს სიფრთხილისკენ და აცხადებს, რომ გაზის დანადგარები დაკეტილ მდგომარეობაში ჰქონდეთ.
მისივე თქმით, ნახევარ საათში გაზი ყველა აბონენტისთვის იქნება აღდგენილი.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს, საღამოს საათებში მოდებაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაზის მილი დაზიანდა, რა დროსაც ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე ათას აბონენტს შეუწყდა.