გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 21 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +33-35 გრადუსი იქნება.
მათი ცნობით, 21 აგვისტოს რუსთავში იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15/20-25 მ/წმ, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ხოლო დღის განმავლობაში 32 გრადუსამდე ავა.
22 აგვისტოს იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, დღისით კი +34-მდე ავა.
23 აგვისტოს იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა ღამით +22 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით +35.
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)".