რუსთავის შემოსასვლელში ახალი სასტუმრო "რუსთავი ინნ" გაიხსნა.
8 სართულიანი შენობა, რომელშიც მანამდე სასტუმრო "გრანდვეჯინი" იყო განთავსებული, "რუსთაველი" ჯგუფმა შეიძინა, სრულად გაახლა და უკვე სტუმრებსაც ემსახურება.
სასტუმროში თანამედროვე სტანდარტების 60 ნომერია განთავსებულია.
"რუსთაველი" ჯგუფი სამომავლოდ სტუმრების კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის სხვადასხვა სიახლეების შეთავაზებას აპირებს, მათ შორის იქნება სასტუმროში კვების ობიექტის გახსნაც.