2025-07-30 20:09:09
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს “ტოიოტას” ორი და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.