რუსთავში ახალ აშენებულ ბინებზე მაღალი მოთხოვნაა, ამაზე მიანიშნებს ის სამშენებლო ტემპიც, რაც ქალაქშია.
ძველ თუ ახალ ნაწილში ახალი კორპუსები აქტიურად შენდება და იყიდება კიდე.
ახალ აშენებულ კორპუსებში 1 კვადრატული მეტრის ღირებულება საშუალოდ 800$-დან იწყება და 900$-მდე ადის, ფასის ცვლა დამოკიდებულია ბინის ჩაბარების კონდიციასა და გადახდის პირობებზე.
1 კვ.მ ღირებულება ბევრად იზრდება ასევე მიდი ადგილმდებარეობის მიხედვითაც. მაგალითად რაც უფრო ძველი რუსთავისკენ მივდივართ 1 კვ.მ რირებულება 1100-1300$-მდეც ადის.
თუ მშენებარე კორპუსები ქალაქის გარეუბნებში მდებარეობს არის შემთხვევები, რომ ერთიანი გადახდის პირობებში 1 კვ.მ 700 ან 750 დოლარად იყიდოთ.