რუსთავში, თბილისის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება [photo]

2025-07-03 14:03:19

რუსთავში თბილისის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განახლდება გზის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე სისტემას, კეთილმოეწყობა ქუჩაზე არსებული შუაგამყოფი ზოლები.

ტენდერზე თანდართულ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ: "დ რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებისას სასურველია გზაზე უზრუნველყოფილი იყოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით".

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 2 776 046 ლარი.

გარდა ამ ტენდერისა, მუნიციპალიტეტს გამოცხადებული აქვს მეორე 1 179 407 ლარის ღირებულების ელ. ტენდერი, რომლითაც თბილისის ქუჩაზე N4; N16 და N20 შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.