2025-06-24 19:50:25
რუსთავის ავტობანზე ავარია მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰიუნდაისა" და "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.