ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით, საერთო ჯამში, 370 ბალისტიკური რაკეტა და ასობით დრონი ისროლა.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ორშაბათს დილის მონაცემებით, ისრაელში, საერთო ჯამში, 24 ადამიანი დაიღუპა და 592 დაშავდა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.
ირანის ჯანდაცვის მინისტრი ირანის სახელმწიფო მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული შეტევების დროს 224 ადამიანი დაიღუპა.
CNN-ის ცნობითვე, ირანის მიერ თელავივში გასროლილი რაკეტის ჩამოვარდნის დროს ისრაელში ამერიკის ელჩი მსუბუქად დაშავდა.