ვის დაუფინანსებს რუსთავის მერია საკურორტო მომსახურების ხარჯებს

2025-06-07 11:38:10

რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურების პროგრამა გრძელდება. 

"პროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები.

პროგრამა მოიცავს საქართველოს კურორტებზე მომსახურების (არანაკლებ 6 დღისა) ხარჯების დაფინანსებას 1000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია მერიის ვებ.გვერდზე გამქვეყნებულ ინფორმაციაში. 

პროგრამით სარგებლობისთვის უნდა მიმართოთ რუსთავის მერიას.