იტალიაში 33 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცმა მილანის მალპენზას აეროპორტის დუტიფრიდან 6000 ევროს ღირებულების 39 სუნამო მოიპარა.
სამართალდამცავებმა ქართველი დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.