რუსთავში ევაკუატორმა 2 ბოძი მოგლიჯა, რომლებიც შემდეგ გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა [video]

2025-05-07 15:37:17

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტაშკენტის ქუჩაზე ევაკუატორი განათების ბოძებზე გაბმულ საგზაო ნიშნებს გამოედო, რა დროსაც ბოძები მოგლიჯა და პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.