რუსთავში კაცი ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 30 წლამდე კაცს შემაკავებელი ორდერის საფუძველზე ყოფილ მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალს მაინც მიაკითხა საცხოვრებელ ბინასთან და და სიტყვიერი დაპირისპირების დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ახალგაზრდა კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს.