რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე კორპუსებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2025-04-19 14:30:22

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე 2 კორპუსის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერით ეძებენ კომპანიას, რომელიც შენობების რეაბილიტაციისთვის დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მოამზადებს და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შეასრულებს.

კორპუსების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი.

საერთო ჯამში მესხიშვილის ქუჩაზე 10 კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება.