რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ბეემვეს” მარკის მსუბუქი ავტომობილი და “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის დროს მიკროავტობუსის მძღოლი, 35 წლამდე კაცი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.